მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია

მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია

მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„მანდატურებს რაც შეეხებათ, სკოლაში რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მანდატურების თვალწინ რაც მოხდა, ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც განმუხტეს მანდატურებმა. ამის შემდეგ მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა დათუკიშვილმა. 

მისი თქმით, დაპირისპირება, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, N51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, როდესაც მეცხრე კლასის 2 მოსწავლეს ექვსი უფროსკლასელი დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ერთ-ერთი მეცხრე კლასელი, ვინაიდან შელაპარაკებაში მონაწილე მეორე მხარეს იყვნენ უფროსკლასელები, დაუკავშირდა თავის ნათესავს და სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც უკვე დაახლოებით 14:00 საათზე სკოლასთან შეიკრიბნენ სხვა სკოლის მოსწავლეები, როლებიც დასახმარებლად მივიდნენ.