მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 20 საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 20 საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში 2017 წლის განმავლობაში საბავშვო გასართობი მოედანი 20 მისამართზე მოეწყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებაში განხორციელდა. ე.წ. კადეტთა კორპუსებში მოწყობილი საბავშვო გასართობი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში, კაუჩუკის მოედანზე დამონტაჟდა ატრაქციონები, საბაღე სკამები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ დევნილთა ჩასახლებაში სულ 250 ოჯახი ცხოვრობს.

კონკრეტულად ამ მისამართზე განხორციელებული პროექტის ღირებულებამ 39 663  ლარი შეადგინა. სულ 20 საბავშო გასართობი მოედნის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 393 515 ლარი გამოიყო.