მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო გუშინ, იყო დღეს და შეიძლება ხვალაც გაგრძელდეს

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო გუშინ, იყო დღეს და შეიძლება ხვალაც გაგრძელდეს

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განუწყვეტელი კონსულტაციები მიდის - კონსულტაციები იყო გუშინ, იყო დღეს და შეიძლება ხვალაც გაგრძელდეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციების მთავარი თემა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან დაკავშირებული ცვლილებები და დაზვერვის სამსახურის სუს-თან გაერთიანების ინიციატივაა. მოლაპარაკებების დეტალების დაკონკრეტებისგან მდინარაძე ამ ეტაპზე თავს იკავებს.

”ამ დღეების განმავლობაში გუნდში ძალიან აქტიური კონსულტაციები მიდის - ეს იყო გუშინ, იყო დღეს და შეიძება ხვალაც გაგრძელდეს. საერთო ჯამში, უმრავლესობის მხრიდან პრემიერისა და მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას აქვს მხარდაჭერა. არის რამდენიმე საკითხი, რაზეც ”ქართული ოცნების” შიგნით მიდის მსჯელობა. ეს ძირითადად ეხება გარემოს დაცვის საკითხებს და დაზვერვის საკითხებს. ჩვენ ერთმანეთში ვცვლით არგუმენტებს, უფრო ვუღრმავდებით საკითხებს, დარწმუნებული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ არც ერთი ინტერესი - არც უსაფრთხოების და არც გარემოს დაცვის ინტერესი არ დაზიანდება. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხის გაცემა ჯერ არ შემიძლია. ამას მხოლოდ კონსულტაციების დასრულების შემდეგ შევძლებთ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაჩქარებული წესით იყო დაგეგმილი, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესი მომავალი კვირისთვის გადაიდო.