საპარლამენტო ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის განხილვა

საპარლამენტო ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის განხილვა

3 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლატვიის პარლამენტისა და საქართველოში ლატვიის საელჩოს ორგანიზებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეფასების სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები - საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა დაესწრებიან.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების პარლამენტარები და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ნოემბერში, ბრიუსელში ჩატარებული სამიტის საკითხებს შეაჯამებენ და სამომავლო პოლიტიკას განიხილავენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეფასების ტრადიცია ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ლატვიის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.​