„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციას და ამ მიმართულებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს უკავშირდება. შეხვედრას, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობაა, რაზეც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დადო.

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნით დაჩქარებული წესით დაიწყო, მაგრამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებების განხილვა მომავალი კვირისთვის გადადო.„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები იკრიბებიან