ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, რაც კეთდება, იმაზე 10-ჯერ მეტი უნდა გაკეთდეს

ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, რაც კეთდება, იმაზე 10-ჯერ მეტი უნდა გაკეთდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეები იყვნენ დაცულები განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის ღონისძიებებზე მუშაობს. მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებში ტრაგედიების პრევენციისთვის, სწორედ საგანმანათლებლო პროცესის გაძლიერებაა მნიშვნელოვანი.

„ისევ საგანმანათლებლო პროცესი, პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს ინსტრუმენტი ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს, იგივე საინფორმაციო კამპანიებით, მონიტორინგით მოსწავლეების ქცევაზე და ა.შ. არამხოლოდ სკოლის პერიმეტრის შიგნით, არამედ სკოლის შემდგომი საქმიანობის განმავლობაში. შესაბამისად ჩვენ, დავგეგმეთ უკვე გაძლიერებული პროგრამები და აქტივობები. რა თქმა უნდა, შსს-თან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად. ასევე გვინდა, რომ ამ პროცესში საზოგადოებაც მაქსიმალურად იყოს ჩართული“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.