სუს-ი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს

სუს-ი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს

სუს-ი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მან მედიას მიაწოდა ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.