სუს-ის ინფორმაციით, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა

სუს-ის ინფორმაციით, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა

სუს-ის ინფორმაციით, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა. 

ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართულობას რაც შეეხება, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

როგორც ცნობილია, ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის თხოვნით, აშშ-დან ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან.