ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება

ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ერთ-ერთი პირის, ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება. 

როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ამ დროისათვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება”, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

როგორც ცნობილია, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.