სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორის წევრის გაქცევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორის წევრის გაქცევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძიების ამ ეტაპზე უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული”, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.