თბილისის ზღვაზე დევნილთა ჩასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

თბილისის ზღვაზე დევნილთა ჩასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ე.წ. კადეტთა კორპუსებში დასრულდა სადარაბაზოების რემონტი. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

„კომპაქტურ ჩასახლებებში ვცდილობთ მეტი და მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ე.წ კადეტთა კორპუსებში მოვაწესრიგეთ სადარბაზოები, მოვაწყეთ საბავშვო გასართობი მოედანი. კიდევ არის გარკვეული საყოფაცხოვრებო პრობლემები და ეტაპობრივად მოვაგვარებთ ამ საკითხებსაც,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

დევნილთა ჩასახლების მე-3 და მე-4 კორპუსების სადარბაზოების რემონტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 47 326 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.