შს მინისტრის განცხადებით, პირველად ესმის ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ერთ-ერთ პირს საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღი ჰქონდა

შს მინისტრის განცხადებით, პირველად ესმის ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ერთ-ერთ პირს საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღი ჰქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ერთ-ერთ პირს შეიარაღებული ძალების იარაღი ჰქონდა.

როგორც გახარიამ შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, „ამის შესახებ პირველად ესმის“.

"ასეთი ვერსიები შეიძლება ბევრი გავრცელდეს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს. მე ვფიქრობ, ბევრი კითხვა იყო, ბევრს პასუხი გაეცა და ახლა გამოძიება არის აქტიურ ფაზაში შესული. დაველოდოთ", - აღნიშნა შს მინისტრმა.