საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

დღეს, 30 ნოემბერს,  00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი  გადაიკეტება. 

სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე,  ამავე საათებში, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე. 

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“  ახორციელებს.  

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.