დღეისათვის რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს და ეს არის იმ გააზრებული და პროფესიონალურად მართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი , გავიხსენებ რომ "კვირიკაშვილის ფაქტორი" როგორც მოიხსენიებდნენ უცხოელი ინვესტორები და პარტიორები რეალობაში იძლევა იმ შედეგს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობამდე
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.7%-ს შეადგენს. ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.9% შეადგინა.
2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 29.4%-ით გაიზარდა და 2,203.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
შესაბამისად 2017 წლის ოქტომბერში საქონლის წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 1.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა.