გია ვოლსკის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობის გამო სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა არ ჩავარდება

გია ვოლსკის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობის გამო სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა არ ჩავარდება

ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ იმ ცდუნებაში, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მთავრობისთვის მოსახერებელი კანდიდატურა ვეძებოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნინო ლომჯარიას ბიოგრაფიაში არის მონაცემები, რომელზეც პოზიტიურად მსჯელობა შეიძლება.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც წარმოადგინეს ეს კანდიდატურა, ხშირ შემთხვევაში არიან დაპირისპირებული იმ პოზიციას, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, მაგრამ სწორედ ამ დაპირისპირებაში უნდა ვეძებოთ ოქროს შუალედი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

ჩვენთვის მოსახერხებელი სისტუაციის შექმნა არც ქვეყანას გამოადგება და სერიოზულ პრობლემებსაც წარმოშობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

რაც შეეხება გიორგი ფოფხაძეს, პიროვნულად კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ მგონია, რომელიმე ერთი პარტიის ინტერესების გამომხატველი შეიძლება იქნეს არჩეული სახალხო დამცველის პოსტზე”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობის გამო ნინო ლომჯარიას კანდიდატურა არ ჩავარდება.