რეალობა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კანონთან ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი

რეალობა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კანონთან ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი

ოპოზიციის განცხადებას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების და მისი შედეგების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიცია ყველა საკითხზე, მათ შორის სააკაშვილის საკითხზე ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„მიხეილ სააკაშვილს სურს ყველაფერი გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში. მისი ქმედებები უკრაინაში არ მგონია იმ ქვეყანაში სტაბილურობის მომტანი იყოს, მით უმეტეს, მისი მართვის სტილიც გვახსოვს. რეალობა არის ის, რომ მას ბევრ შეკითხვაზე აქვს კანონთან პასუხები გასაცემი. ვიცი რა საკითხები აქვს ჩვენს მართლმსაჯულებას, უკარაინაში რა მდგომარეობაა ვერ ვიტყვი. რაღაც ისტერიკას უფრო გავს „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპონენტების განცხადებები, ვიდრე სერიოზულ მსჯელობას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ასეა, მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით, ნებისმერ თემაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ყურადღების მისაქცევად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.

„ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პეტრო პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ოდესაში რაღაც გამოგონილი საქმის გამო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.