ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ბაზას ახალი ტექნიკა გადასცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ბაზას ახალი ტექნიკა გადასცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხრეთ სამხედრო ოლქის რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებს ახალი ტექნიკა გადაეცათ.

როგორც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აღნიშნეს, სამხედრო ბაზას გადაეცა ტანკები Т-72Б3, ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82АМ, მოძრავი სადაზვერვო პუნქტები ПРП-4А Аргус და რადიოელექტრონული ბრძოლის ავტომატიზირებული კომპლექსები Леер-2.

„ახალი ტექნიკით ძველი ჩავანაცვლეთ, მათ შორის ПРП-4 Нард და БТР-80. მიღებული ტექნიკა მუდმივად გამოიყენება სამხედროების მიერ წვრთნებზე. თანამედროვე შეიარაღების გამოყენებამ სამხედრო მომზადების ფარგლებში დადებითად იმოქმედა დანაყოფების ურთიერთქმედებაზე დასახული ამოცანების შესრულებისას“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვადიმ ასტაფიევმა.