1-3 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპია მოსალოდნელი

1-3 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპია მოსალოდნელი

1–3 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 1–3 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს, ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, მთაში – თოვლი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +3+8 გრადუსი იქნება.

1–3 დეკემბერს თბილისში ძირითადად ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, გარეუბნებში შესაძლოა თოვლჭყაპიც.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა +4+8 გრადუსი იქნება.

2 დეკემბერს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 25 მეტრი, ზოგ შემთხვევაში კი, 28 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში დღეიდან გამოიდარებს და 1–4 დეკემბერს დათბება, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.