აშშ არ არის ევროპის სასამართლოს წევრი - ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს

აშშ არ არის ევროპის სასამართლოს წევრი - ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს

აშშ არ არის ევროპის სასამართლოს წევრი, თუმცა ინტერესი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, იყოს კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა იან კელიმ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის მიერ გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს, თუმცა შემდგომ ნაბიჯებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა იან კელიმ.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს მთავრობამ ის დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ დოლმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.