ოკეანეს გადაღმა რუსოფობია მძვინვარებს, აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება

ოკეანეს გადაღმა რუსოფობია მძვინვარებს, აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება

რუსეთი აშშ-ს მხრიდან დადებით ნაბიჯებს არ ელოდება, ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება, - ამის შესახებ იტალიურ გამოცემა „ლიბეროსთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ ვაშინგტონის მხრიდან რაიმე სახის დადებით ნაბიჯებს არ ველოდებით. ოკეანეს გადაღმა რუსოფობია მძვინვარებს, რის გამოც მსოფლიო და ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის პოტენციალი დიდწილად გამოუყენებელი რჩება“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან საკანონმდებლო დონეზე რუსეთის მტრად გამოცხადება სისულელე და უპასუხისმგებლობაა.

„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რუსეთში არასდროს განვიხილავთ აშშ-ს ანალოგიურ ჭრილში. პირიქით, ჩვენ ყოველთვის პატივის ვცემდით ამერიკელ ხალხს და მის მიღწევებს“, - აღნიშნა ლავროვმა.