შიდსის ცენტრის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, დაიწყება ახალი კლინიკის მშენებლობა

შიდსის ცენტრის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, დაიწყება ახალი კლინიკის მშენებლობა

ინფექციურ დაავადებათა და შიდსის ცენტრის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, დაიწყება ახალი კლინიკის მშენებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს შიდსის ცენტრთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.

"ჩვენ ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მცდელობა გვქონდა, რომ გაგვეუმჯობესებინა. ერთ-ერთი იყო ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომელიც უნდა გაგვერემონტებინა, მაგრამ იქ შეჭრილი სოციალურად დაუცველებისა და უსახლკაროების გამო ეს ვერ მოვახერხეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში, წელიწადში თითქმის ნახევარ მილიონს ვიხდით იჯარის თანხას კერძო მესაკუთრისთვის. რამდენიმე თვის წინ, შიდსის ცენტრს გამოეყო მილიონ ლარზე უფრო მეტი რემონტისთვის და ნახევარ მილიონზე მეტი აღჭურვილობის შესაძენად. პარალელურად, უკვე მოძიებულია მიწის ნაკვეთი დიღმის სამედიცინო პლასტერში. პრაქტიკულად დასრულებულია პროექტირება. დაიწყება ახალი კლინიკის მშენებლობა, რომელიც ორი წლის თავზე უკვე უნდა შევიდეს ფუნქციონირებაში", - განაცხადა სერგეენკომ.