ლევან კობერიძე: ე.წ. მცირე მთავრობის მოდელი უფრო შეეფერება ჩვენს ქვეყანას

ლევან კობერიძე: ე.წ. მცირე მთავრობის მოდელი უფრო შეეფერება ჩვენს ქვეყანას

„ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ თუ მსოფლიოში სხვადასხვა სამინისტროებს რა ჰქვია. ამავდროულად ეს სამინისტროები უმარავ ფუნქციას ითავსებენ და ძალიან კარგი შედეგებაც აქვთ. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე შედეგები როგორ იყოს კიდე უკეთესი .

მე არ ვიცი , რატომ ხდება ოპოზიციის მხრიდან ულტრირება თითქოსდა მთავრობის განაცხადი იყო რომ, საუბარი იყო რაიმე ხარჯთეფექტიანობის თვალსაზრისით ამ ცვლილებებში. მსგავსი არაფერი ყოფილა და ვფიქრობ  მცდელობა არის რომ ამ მიმართულებით წავიდეს მსჯელობა. დარწმუნებული ვარ , ეს არის გაგრძელბა იმ გზის რომელიც იყო არჩეული დასაწყისშივე- სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაციის.

ვფიქრობ,  ჩვენს ქვეყანას ე.წ. მცირე მთავრობების მოდელი უფრო შეეფერება, და  ეს არის ერთ-ერთი ის ნაბიჯი , რომელიც აქეთკენ არის გადადგმული" - განაცხადა აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ლევან კობერიძემ.