„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა"- ოთარ დანელიას ინიციატივა PABSEC-ის დეკლარაციაში ჩაიწერა

„აუცილებელია, ხელი შევუწყოთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი იმ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღიარებულია, როგორც უკანონოდ ანექსირებული",-განაცხადა PABSEC-ში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ.

აღნიშნული ჩანაწერი დაემატა PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიღებულ დეკლარაციას.

აღსანიშნავია, რომ ასამბლეის არსებობის მანძილზე საქართველოს მხრიდან პირველად წარმოდგენილ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილება დეკლარაციაში. სადაც საუბარია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

PABSEC-ში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ახლადარჩეული PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის ინიცირებას, დეკლარაციის 21-ე მუხლში ცვლილებას დელაგაციის წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომას სომხეთისა და სერბეთის დელეგაციის ხელმძღვანელი არ ესწრებოდნენ.