ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ფასანაურში

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ფასანაურში

მცხეთაში "ქართული ოცნების" აქციის დაწყებამდე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ფასანაურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, ირაკლი ტრიპოლსკის სახლში გაიმართა. კოალიციის ლიდერმა ადგილობრივებს დუშეთის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად სწორედ ირაკლი ტრიპოლსკი წარუდგინა. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას კოალიციის გეგმები გააცნო. ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და თვითმართველობის გაძლიერების საკითხებზე.