კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ანანურის ტაძარი მოილოცა, რის შემდეგაც ტაძრის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი რეგიონის მნიშვნელობაზე. მისი თქმით ხელისუფლებაში კოალიციის მოსვლის შემდეგ მაღალმთიანი, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.