ყველა საერთაშორისო რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ქვეყანაა, - ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრმა შეიხ ალ ნაჰაიანმა განაცხადა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ხალხის მიმოსვლა გაიზარდა. მაგალითად, თუ წლების წინ კვირაში ერთი ფრენა იყო, ახლა დღეში ხუთი ფრენაა. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ზრდაზე მეტყველებს. ყველა საერთაშორისო რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ქვეყანაა. ეს ეხება პირველ რიგში ბიზნესის კეთების გამარტივებულ პროცედურებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ გავაორმაგოთ ჩვენი ინვესტიციები საქართველოში. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვენდობით საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს“, - განაცხადა ნაჰაიანმა.
მან ასევე გამოყო ის სექტორების, სადაც ინვესტიციები ჩაიდება, კერძოდ, აეროპორტები, პორტები, უძრავი ქონება.