მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს

მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს

"ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს. როგორც კახიძემ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ამას ადასტურებს ისიც, რომ მთავრობა ამ ეტაპზე დაახლოებითაც ვერ საუბრობს, თუ რა ოდენობით თანხები დაიზოგება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად.

”საზოგადოებამ, ჩვენ, მთავრობამ რომ არ იცის და ვერ ამბობენ, დაახლოებით მაინც რამდენით შეამცირებენ ბიუროკრატიულ ხარჯებს, ეს არის ზუსტად პრობლემა. მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც ეს ყველაფერი გათვალისწინებული არ არის. თუ ოდნავ მაინც გააზრებულია ეს ცვლილებები, მაშინ დაახლოებითი წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეთ, რამდენ ასეულ მილიონ ლარზეა საუბარი. ამას ვერ ამბობენ, რადგან მთავრობა, როგორც ყოველთვის, არ არის მომზადებული, კომპეტენტური და არ აქვს უნარი გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას”, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.