ბათუმის რაიონული პროკურატურის ინიციატივით და ქალაქ ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მხარდაჭერით, ქ. ბათუმში გამწვანების აქცია ჩატარდა.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ „შინდისის სკვერში“ ხე-მცენარეები დარგეს. ღონისძიების მსვლელობისას პროკურორებმა მოსწავლეებთან გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა, საზოგადოებაში და მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.