თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი.

ამის შესახებ კალაძემ „ინტრეპრესნიუსის“კითხვის საპასუხოდ განაცხადა, განიხილება თუ არა კახაბერ გვანცელაძის კანდიდატურა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.

„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ორშაბათს დავასახელებთ კანდიდატს“, - განაცხადა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად კახაბერ გვანცელაძე განიხილება, რომელიც თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მერობის დროს მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 13 ნოემბერს დაწერა.