არ ველოდები, რომ “მწვანე ბარათის” შესახებ გარკვეული ტიპის შეზღუდვები იყოს სამომავლოდ

არ ველოდები, რომ “მწვანე ბარათის” შესახებ გარკვეული ტიპის შეზღუდვები იყოს სამომავლოდ

 “მწვანე ბარათის” საკითხის განხილვა არის კონგრესის მანდატი, თუმცა მე არ ველოდები, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვები ან ნაკლები კონტაქტები იყოს სამომავლოდ, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ”მწვანე ბარათის” საკითხს შეეხებოდა.

“ეს გახლავთ კონგრესის მანდატი და ამაზე იქნება მსჯელობა. ამერიკა მხარს უჭერს, რომ მოხდეს კარგი ადმინისტრირება ლეგალური და კანონიერი ემიგრაციის. შესაბამისად, ამაზე იქნება საუბარი. პირადად მე არ ველოდები, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვები ან ნაკლები კონტაქტები იყოს. მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს თეთრ სახლსა და კონგრესს შორის”, - განაცხადა იან კელიმ.