ჩვენ მხარს ვუჭერთ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში მმართველობის ოპტიმიზაციას ემსახურება

ჩვენ მხარს ვუჭერთ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში მმართველობის ოპტიმიზაციას ემსახურება

ჩვენ მხარს ვუჭერთ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში მმართველობის ოპტიმიზაციას ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობაში დაგეგმილ და განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

„ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოტივს, რაც ამ ცვლილებების უკან დგას. ეს არის მმართველობის ოპტიმიზაცია. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველოდებით ახალ მინისტრებთან შეხვედრას. რა თქმა უნდა, მათ ვიცნობთ, თუმცა ველით მათთან თანამშრომლობას და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება სამომავლოდ“, - განაცხადა იან კელიმ.