ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც საკრებულოში თანამდებობის პირების წარდგენა მერის მხრიდან ხდებოდა

ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც საკრებულოში თანამდებობის პირების წარდგენა მერის მხრიდან ხდებოდა

ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც თანამდებობის პირების წარდგენა საკრებულოში მერის მხრიდან ხდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განუცხადა. გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს.

გიორგი ტყემალაძეს უკვირს, თუ რატომ ჰქონდა მოლოდინი ოპოზიციას, რომ კახა კალაძე საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად წარადგენდა.

მისივე განმარტებით, ყველაფერი რეგლამენტისა და კანონის შესაბამისად ხდება.

”ამას ითვალისწინებს პროცედურა, რომ მერი ოფიციალურად, წერილობით წარადგენს საკერებულოში კანდიდატურებს, თანამდებობის პირებს, ხოლო მისი მოსვლა საკრებულოში რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ეს არის ნორმალური პროცესი. ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა თანამდებობაზე პირის წარდგენა ხდებოდა მერის მხრიდან. ამიტომ, მე უბრალოდ მიკვირს ის, თუ რატომ აქვთ იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მერმა უნდა წარადგინოს საკრებულოში თანამდებობის პირები”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძე მიიჩნევს, რომ მერისა და საკრებულოს ურთიერთობა ძალიან კარგად დაიწყო.

ფრაქცია “ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს.

მისივე თქმით, ახალ წევრებს საკრებულოში მერის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი მოადგილე ირაკლი ხმალაძე წარადგენს.