ჩეხეთის პრეზიდენტი:  შორეულ მომავალში რუსეთი ევროკავშირის წევრი გახდება

ჩეხეთის პრეზიდენტი: შორეულ მომავალში რუსეთი ევროკავშირის წევრი გახდება

შორეულ მომავალში რუსეთი ევროკავშირის წევრი გახდება, - ამის შესახებ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა.

„ეს არ მოხდება მალე, ამიტომ დღეს ჩვენ მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივებზე უნდა ვისაბუროთ. მე ვცდილობ ჩვენი ურთიერთობები გავაუმჯობესო და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემი კომპეტენციის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ზემანმა.

მისი თქმით, ევროპაში ორმაგი სტანდარტები მოქმედებს.

„მე ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგი ვარ. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს კოსოვო, სადაც გაერო ავტონომიის გარანტიას იძლეოდა, მეორე მხრივ კი, ყირიმი - სადაც რეფერენდუმი ჩატარდა.

ეს ორმაგი სტანდარტებია და ეს ცუდია. თუ დღეს კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლება, ყირიმს კი რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე რუსეთთან მიერთება სურს, მე პროტესტის გამოხატვის უფლება არ მაქვს. ამიტომაც მე ვთქვი, რომ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა - მომხდარი ფაქტია და ამ ფაქტის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა ომს გამოიწვევს“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.