კალაძისადმი შეკითხვებია - საიდან შეარჩია შავბნელი, ქსენოფობიური წარმომადგენელი უსაფრთხოების სამსახურში და რატომ ვერ შეძლო სუს-ის მიერ მიჩენილი ნიკოლეიშვილის გამოცვლა

კალაძისადმი შეკითხვებია - საიდან შეარჩია შავბნელი, ქსენოფობიური წარმომადგენელი უსაფრთხოების სამსახურში და რატომ ვერ შეძლო სუს-ის მიერ მიჩენილი ნიკოლეიშვილის გამოცვლა

 “ევროპული საქართველო“ თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

”კალაძის მიმართ მთავარი შეკითხვა იქნება საიდან შეარჩია შავბნელი, შავრაზმული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური წარმომადგენელი მერიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე იქნება შეკითხვა კალაძის მიმართ, რატომ ვერ შეძლო ნარმანიასთვის სუს-ის მიერ მიჩენილი მოადგილის, ნიკოლეიშვილის გამოცვლა. ეს არის ძირითადი შეკითხვები კალაძის მიმართ. რა თქმა უნდა, მთავრობას მხარს არ დავუჭერთ, ვერანაირ პასუხგისმგებლობას მერიაში კალაძის საქმიანობაზე ვერ ავიღებთ”, - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

კახა კალაძე თბილისის მთავრობას საკრებულოში დღეს წარადგენს.