არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც უფრო ობიექტურად რომ ყოფილიყო გამოძიებული სახალხო დამცველის მხრიდან, ალბათ, ცუდი არ იქნებოდა

არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც უფრო ობიექტურად რომ ყოფილიყო გამოძიებული სახალხო დამცველის მხრიდან, ალბათ, ცუდი არ იქნებოდა

არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ჩემი აზრით, უფრო ობიექტურადაც რომ ყოფილიყო გამოძიებული სახალხო დამცველის მხრიდან, ალბათ, ცუდი არ იქნებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის საქმიანობის შეფასებისას და ახალი კანდიდატურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სახალხო დამცველის აპარატთან მიმართებაში, შემიძლია ვთქვა ერთი რამ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა სახალხო დამცველის მხრიდან, მათ შორის, მოქმედი სახალხო დამცველის მხრიდან. არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ჩემი აზრით, უფრო ობიექტურადაც რომ ყოფილიყო გამოძიებული მისი მხრიდან, ალბათ, ცუდი არ იქნებოდა. არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შეიძლება ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, თუმცა სახალხო დამცველი თავის ფუნქციებს ასრულებს. ჩვენ დაველოდებით შემდეგ სახალხო დამცველს, ვნახავთ, რომელი უფრო კარგად განახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ის კონკრეტილ კანდიდატებთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის, კოსულტაციები გაგრძელდება და შეთანხმებული, შეჯერებული პოზიცია იქნება.