პრემიერ-მინისტრის თქმით, კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის

პრემიერ-მინისტრის თქმით, კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კახი კალაძის მერობა თბილისისთვის მნიშვნელოვანი წინგადადმული ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დავით ნარმანიას შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი თბილისისთვის და ეს ასეც იქნება. რა თქმა უნდა, კახის წარმატება ყველაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი. დავით ნარმანია დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და განიხილება სხვადასხვა ვარიანტი“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. თბილისის ახალი მერი კახა კალაძე უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება