პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება

პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება

12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო ოლქში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები, რიგ ოპონენტებს შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება, თითქოს სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველმა ნათლად დაინახა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი კანდიდატების მიმართ. პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნების მეორე ტურში, ექვსივე ოლქში ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი: ქუთაისში - გიორგიჭიღვარია, ყაზბეგში -ალექსანდრეზაგაშვილი, ხაშურში -გიორგიგურასპაშვილი,ბორჯომში - ლევანლიპარტია,ოზურგეთში - ბეგლარსიორიძე, მარტვილში- ალექსანდრეგრიგალავა. და ჩვენ მათ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ.