„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ქ. თბილისის სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეები სსე-ის სათავოოფისს ესტუმრნენ და ეროვნული სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელიაენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღესსხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამ პროგრამას უკვე ორი წელია ახორციელებს. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითადფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის მნიშვნელოვანიპრიორიტეტია.