ასე თუ ისე, სამიტის კულუარებში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შედგება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, პროტოკოლის სამსახურები განაგრძობენ ორი ქვეყნის პრეზიდენტის სრულყოფილი შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას.
„პროტოკოლის სამსახურების ხაზით განვაგრძობთ ამ საკითხის განხილვას. გარკვეულობა ამ საკითხში ჯერ არ არის. ჩვენი ამერიკელი კოლეგებისგან წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ვიღებთ. ასეა თუ ისე, კულუარებში შეხვედრა შედგება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს თეთრ სახლზე დაყრდნობით ამერიკულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვიეტნამში აზიის-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირი შეხვედრა არ შედგება. მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკი დასახელდა.