„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით, სტამბოლში 82 ადამიანი დააკავეს

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით, სტამბოლში 82 ადამიანი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით, სტამბოლში 82 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლის შვიდ უბანში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში თურქეთის დედაქალაქში ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო 100 ადამიანი დააკავეს.