თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, სამწლიან ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის პრეზენტაცია „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში 14:00 საათზე გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საკუთარ სამომავალო გეგმებსა და საქმიანობაზე სწორედ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს.
„ჩემ მომავალ საქმიანობაზე აუცილებლად გაიგებთ, როგორც კი შემაჯამებელ ანგარიშს გავაკეთებ და დავასრულებ საქმიანობას თბილისის მერიაში. ამას აუცილებლად გაცნობებთ. სამი წლის შემაჯამებელი ანგარიში იქნება 10 ნოემბერს. ვაპირებთ საუბარს იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, იმ შედეგებზე, რაც გვაქვს და ფართო საზოგადოებას მივაწვდით ამ ინფორმაციას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ 31 ოქტომბერს.