ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსების დანიშნება

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსების დანიშნება

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში ხვალ, 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.

ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ - 13:00 საათსა და 18:30 საათზე ვარდების მოედნიდან გავა.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.