ვიქტორია ნულანდის ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში

ვიქტორია ნულანდის ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში

2012 წლის 2 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ – პრეზიდენტ სააკაშვილის თამადობით აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოინახულა. “მოინახულა” იმიტომ ვთქვი, რომ ეს შეხვედრა, ისევე, როგორც სხვა შეხვედრების უმრავლესობა, წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა და სააკაშვილის ლობისტი ფირმების დაუღალავი მუშაობის შედეგად მხოლოდ უკანასკნელ მომენტში შეთანხმდა. იყო დრო, როდესაც ქ-ნი კლინტონი მიხეილ სააკაშვილის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას აპირებდა და დღეს, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის ყოველ დანახვაზე ეს ახსენდება და ფიქრობს, როგორ გაუმართლა, რომ ნობელის კომიტეტმა მის წარდგინებაზე უარი თქვა…

საბოლოოდ რას ეტყვის ჰილარი კლინტონი მიხეილ სააკაშვილს – გაზაფხულზე მისი საქართველოში სტუმრობისას გაირკვევა. სააკაშვილის ლობისტმა ფირმებმა ახალი “დავალება” მიიღეს – არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან კლინტონის ჩამოსვლა თბილისში, არამედ მხოლოდ ბათუმში “ცუმპა-რამპას” ტიპის ლაით-ვიზიტით შემოიფარგლონ. ეს იმისათვის, რომ ოპოზიციას არ მიეცეს სახელმწიფო მდივანთან სრულყოფილი საუბრის შესაძლებლობა. რამდენად გაუვა მიხეილ სააკაშვილს ეს ნომერი, მაისში ვნახავთ. ჯერჯერობით ის იმითაც ბედნიერია, რომ კლინტონის საქართველოში ვიზიტი (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) 3 კვირის ნაცვლად 3-4 თვეში შედგება – ანუ მანევრირებისათვის დრო მოიგო და შეეცდება, უაზრო და წვრილმანი დათმობებით შექმნას იმის განცდა, რომ ოპოზიციასთან სერიოზული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და ვაშინგტონში მიცემულ პირობებს დემოკრატიული პროცესების გაღრმავებასა და არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარებაზე – ასრულებს…

მანამდე კი მინდა გაგიზიაროთ სახ. დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ვიქტორია ნულანდის ბრიფინგის ერთი ნაწილის თარგმანი. (ალბათ, უფრო სწორი – “ნალანდი” იქნებოდა, მაგრამ ქართულ პრესაში დამკვიდრებულ გამოთქმის შეცვლაზე ამჟამად თავს შევიკავებ). შეკითხვა ჩვენთვის საინტერესო ასპექტს ეხება და, სავარაუდოდ, რუსმა ჟურნალისტმა “დიმამ” დასვა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა ამ შეკითხვას საერთოდ იგნორს უყურებს, როგორც ყველაფერს იმას, რასაც რუსული ფესვი აქვს, და მაინც, მე მგონი, საინტერესოა იმაზე დაფიქრება, რა თქვა და რა, – არავითარ შემთხვევაში არ თქვა, სახელმწიფო დეპარტამენტის გამოცდილმა პრესს-სპიკერმა (სამწუხაროდ, ქართულ მედიაში ამ კითხვა-პასუხის მხოლოდ შეკვეცილი ვარიანტი გავრცელდა).

კითხვა: საქართველოს პრეზიდენტი საკაშვილი ვაშინგტონშია, გუშინ შენობაში [იგულისხმება თეთრი სახლი?] იყო, ორშაბათს პრეზიდენტ ობამას შეხვდა. რამდენიმე თვის წინ ფართოდ გავრცელდა ხმები, რომ ბ-ნი სააკაშვილი აპირებს დარჩეს ხელისუფლებაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც 2012, ანუ საქართველოში მომავალი წლის არჩევნების შედეგად, – უკვე როგორც პრემიერ მინისტრი უფრო გაფართოებული უფლებებით. ამ რეფორმების პროცესი საქართველოში სწორედ ახლა ტარდება. მინდოდა თქვენთვის მეკითხა, როგორ უყურებს ამ შესაძლებლობას აშშ ხელისუფლება? თქვენ განიხილეთ ეს იდეა, ანუ ეს ინფორმაციები – ეს შესაძლებლობა ბატონ სააკაშვილთან ან აქ – სახელმწიფო დეპარტამენტში, ან – თეთრ სახლში შეხვედრისას? და მე გაგრძელებაც მექნება ამ კითხვაზე.

ქ-ნი ნულანდი: კარგი, დიმა, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ პრეზიდენტ ობამას სიტყვები პრეზიდენტ სააკაშვილთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას, როდესაც მან გასაგებად ილაპარაკა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკვეთრი მხარდაჭერის გარდა, ჩვენი სურვილია ერთად ვიმუშაოთ მათი ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად და ა.შ., ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს მათ უწყვეტ პოლიტიკურ განვითარებას, იმის ჩათვლით, რომ მათ მოელით არჩევნების პერიოდი მომავალ წელს – ან მიმდინარე წელს.

კითხვა: მაგრამ ეს სპეციფიური შემთხვევა თქვენ მასთან [სააკაშვილთან] განიხილეთ?

ქ-ნი ნულანდი: ვფიქრობ, თეთრმა სახლმა აშკარად განაცხადა, რომ განვიხილეთ. დიახ.

კითხვა: კარგით. და მე გაგრძელება მაქვს, თუ შეიძლება.

ქ-ნი ნულანდი: დიახ.

კითხვა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სიტყვაში გუშინ ახსენა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის რაღაც ახალი დონე. მე მაინტერესებს ვიცოდე, რას ეხება ეს? მაგალითად, გეგმაში გაქვთ მძიმე შეიარაღების გაგზავნა საქართველოში?

ქ-ნი ნულანდი: ნუ, პირველ რიგში, მინდა ისევ დაგაბრუნოთ პრეზიდენტის [ობამას] კომენტარებთან. პრეზიდენტმა ილაპარაკა ამაზე, როდესაც ის იყო – პრეზიდენტ საკაშვილთან ერთად ოვალურ კაბინეტში. შეერთებულმა შტატები და საქართველო შეთანხმდნენ, განავითარონ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს თანამშრომლობა ემყარება წარმატებულ პროგრამებს, რომელიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია, რათა დავეხმაროთ ქართველო სამხედროებს რეფორმისათვის მათ ძალისხმევებში, – ეს რაღაც ისეთია, რასაც ჩვენ მრავალი ქვეყნის სამხედროებთან ვახორციელებთ მთელს მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოს მრავალ მეზობელთანაც, და მათი თავდაცვის მოდერნიზების ძალისხმევებში საკუთარი თვით-თავდაცვის მხარდასაჭერად, – ასე რომ, ჩვენ თავდაცვაზე ვლაპარაკობთ. და ასევე ქართველი [სამხედრო] ძალების მუშაობის მხარდაჭერაში ავღანეთში ISAF-ის შემადგენლობაში და მათთვის ნატოსთან ინტეროპერაბილურობის შესანარჩუნებლად. საქართველო ნატოს არაწევრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ISAF მისიაში.

კითხვა: თუ გახსოვთ, შეერთებულმა შტატებმა კარგად აწონ-დაწონა ყველაფერი, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი პუტინი? მაინტერესებს, რატომ უნდა აწონ-დაწონოთ ამ – საქართველოს – შემთხვევაში, თუ არ გიქნიათ…

ქ-ნი ნულანდი: მე ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ვწონით ხოლმე რუსულ მხარესთან მიმართებაში ჩვენს მხარდაჭერას დემოკრატიისათვის და გამჭვირვალობისათვის. მე არ შემიძლია ვილაპარაკო…

კითხვა: ნუ, ეს, ვფიქრობ, - მე ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისე, როგორც კითხვა იყო ჩამოყალიბებული, ეს იყო, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე სპეციფიური შეშფოთება სააკაშვილთან მიმართებაში, როცა ის იგივეს აკეთებს, რაც პუტინმა გააკეთა. და მე ვერ ვიხსენებ რაიმე გამოთქმას, იმის გარდა, რომ უბრალოდ, – გვინდა დავინახოთ დემოკრატიული პროცესი…

ქ-ნი ნულანდი: და მე ვფიქრობ, რომ იყო…

კითხვა: … რუსეთში – პუტინის სიტუაციის დროს. მე ვცდილობ, მივხვდე, ხომ არ არის რაიმე მეტი, ან რაიმე დაკავშირებული პირადად სააკაშვილთან, რაც იქნებოდა შეშფოთების ან უფრო მეტი შეშფოთების საფუძველი მაშინ, თუ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ვიდრე ეს იყო მაშინ, თუ პუტინი მიიღებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრობას.

ქ-ნი ნულანდი: ისევ, მე ვაპირებ გირჩიოთ, თეთრ სახლს მიმართოთ სპეციფიური საუბრების შესახებ, მაგრამ ჩემი გაგება – იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რაზე იყო ფოკუსირებული ეს საუბარი, ისევე, როგორც ეს იყო წარსულში რუსეთთან, - დემოკრატიული ინსტიტუტების და დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე.



QUESTION: President Saakashvili of Georgia is in town, he was – President Saakashvili of Georgia is in town, he was in the building yesterday, he met President Obama on Monday. It was widely reported couple of months ago that Mr. Saakashvili is going to stay in power after presidential elections of 12 – of the next year in Georgia as a prime minister with broader powers. The process of those reforms are being carried in Georgia right now. I wanted to ask you, how does this possibility sit with the U.S. Government, whether you discussed this idea, that those reports – this possibility with Mr. Saakashvili either here at the State Department or at White House? And I have a follow-up.

MS. NULAND: Well Dima, let me just refer you back to the remarks made by President Obama with President Saakashvili during that Oval Office visit, I think it was Monday, where he made clear that in addition to our strong support for Georgia’s sovereignty and territorial integrity, our desire to continue to work together to support their economic development, et cetera, we strongly support their continued political development, including as they head into an election season next year – or this year.

QUESTION: But did you discuss this specific case with him?

MS. NULAND: I think the White House made clear that we did. Yes.

QUESTION: Okay. And a follow-up if I may.

MS. NULAND: Yes.

QUESTION: President Saakashvili referred in his remarks yesterday to some kind of new level of military cooperation between Georgia and the United States. I wanted to know, what does it entail? For instance, are you now planning to ship heavy weaponry to Georgia?

MS. NULAND: Well, first of all, I would also refer you back to the President’s comments. The President spoke about this when he was – when he had President Saakashvili into the Oval Office. The United States and Georgia have agreed to continue to develop our bilateral defense and security cooperation. This cooperation is built on the successful programs that we already have to help the Georgian military in its reform effort, something that we do with many militaries around the world, including many of Georgia’s neighbors, and their defense modernization effort to support their self-defense – so we’re talking about defense. And also to sustain the work that Georgian forces do in ISAF in Afghanistan and to help them remain interoperable with NATO. Georgia is one of the largest non-NATO contributors to the ISAF mission.

QUESTION: Do you recall if the United States weighed in all when President Putin decided that he was going to become Prime Minister Putin? I’m wondering why you would weigh in on this case in Georgia if you didn’t –

MS. NULAND: I think we have weighed in regularly on the Russian side in terms of our support for democracy and transparency. I can’t speak –

QUESTION: Well, I think that – I know, but I think that the way the question was phrased was that there might be some specific concern about Saakashvili doing what Putin did. And I don’t recall that there was any expression other than just we would like to see a democratic process –

MS. NULAND: And I think that was –

QUESTION: — in Russia with the Putin situation. I’m trying to figure out if there’s something more or something related to Saakashvili himself that would be a concern or of more concern with him taking over the prime ministership than it would with Putin taking over the Russian prime ministership.

MS. NULAND: Again, I’m going to refer you to the White House on the specific conversation, but my understanding from the readout that we all saw was that the conversation focused, as it has with Russia in the past, on the importance of democratic institutions and democratic processes.