ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლმა და წვიმებმა პრობლემები შექმნა

ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლმა და წვიმებმა პრობლემები შექმნა

ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლი მოვიდა. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, პირველმა თოვლმა და გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა რიწის ტბის ეროვნულ პარკში.

წვიმების შედეგად, ტბაში წყლის დონემ ორი მეტრით აიწია და მთლიანად დატბორა პარკამდე მისასვლელი გზები. ასევე, ჩამოირეცხა და ნაპრალები გაჩნდა ტბის გარშემო კლდეებზე.

რიწის ტბის ეროვნული პარკის დირექტორი რიტა ლოლუა ადგილობრივ მედიასთან ამბობს, რომ ადგილზე მუშაობენ ინჟინრები და გზა მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როდესაც მოძრაობა უსაფრთხო იქნება.