გია ვოლსკი თამაზ მეჭიაურს ურჩევს, თუ ხმების დათვლასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვს, სასამართლოს მიმართოს

გია ვოლსკი თამაზ მეჭიაურს ურჩევს, თუ ხმების დათვლასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვს, სასამართლოს მიმართოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თიანეთის მერობის კანდიდატს, თამაზ მეჭიაურის ურჩევს, თუკი ხმების დათვლასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვს, სასამართლოს მიმართოს.

პირველ არხთან საუბარში ვოლსკი თიანეთში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ოლქში ბიულეტენები გადათვალეს და დადგინდა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი ერთი-ორი ხმით იმარჯვებს.

 "თუკი განსახვავება სამ-ოთხ ხმაშია და ამას მეჭიაური აპროტესტებს, რასაკვირველია, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ხმების დათვლის შემდეგ დადგინდა, რომ გამარჯვებული 41 ნომერია. თუკი მეჭიაურს პრეტენზია რაიმე პროცედურულ დარღვევაზე აქვს, ამასთან დაკავშირებით საჭირო არ არის ხმამაღალი განცხადებები, არამედ შედეგებია მთავარი, რომელსაც სასამართლო დადებს. ბიულეტენები გადათვალეს და დადგინდა, რომ ჩვენი კანდიდატი ერთი-ორი ხმით იმარჯვებს. თუ რაიმე პრეტენზიაა გადათვლასთან დაკავშირებით, შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ", - აღნიშნა ვოლსკიმ.