პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილი მეთოდია, როცა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებ, რათა გინდა, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავი წარმოაჩინო, როგორც პოლიტიკურად დაჩაგრულმა.
პირველ არხთან საუბარში გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა, შემდგომ, პოზიციის წარმოჩენისთვის გარკვეული დივიდენდი მოგცეს.
“არ მგონია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი ჰქონდა იმის, რომ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში წარმატება ექნებოდა. შესაბამისად, წარუმატებლობის განმარტება გაცილებით უფრო გაუჭირდებოდათ, ვიდრე მეორე ტურში მონაწილეობის არ მიღების განცხადება", - აღნიშნა ვოლსკიმ.
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.