ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ასეთი იქნება

ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ასეთი იქნება

მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხმა მისცა თბილისს, სადაც ყველას ეხალისება ცხოვრება.

"მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველა ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია, სადაც არის მაღალი ეკონომიკური დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება, სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს. მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ასეთი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.