ICDI

ICDI "თავისუფალ პლატფორმასთან" გაერთიანდა

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის ხელმძღვანელის, მერი კაპანაძის განცხადებით, ორგანიზაცია ICDI "თავისუფალ პლატფორმასთან" გაერთიანდა. ალიანსი 21 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება."არჩევნები შედის გადამწყვეტ ფაზაში და დამკვირვებელი ორგანიზაციები ლეგიტიმური უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელებისათვის, ვერთიანდებით ალიანსში "თავისუფალი პლატფორმა". ICDI სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 21 ოქტომბერს დაკვირვებას განახორციელებს 150-მდე გრძელვადიანი, მოკლევადიანი დამკვირვებლებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში". - განაცხადა მერი კაპანაძემ.

"ალიანსი თავისუფალი პლატფორმა" და მათში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები (ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი IDMC, „ვაკვირდები“, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ICDI) მთელი დღის განმავლობაში, უბნებზე არსებული დამკვირვებლების საშუალებით, დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და განახორციელებენ პარალელურ დათვლას „klaster poll”-ის ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს თბილისის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, რუსთავის, გორის, თელავის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მერების და საკრებულოების არჩევნების შედეგების პროგნოზირებას. სულ “Klaster –poll”-ის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე დამკვირვებელი. შედეგები ცნობილი გახდება სხვა პარალელური დათვლების შედეგების გამოქვეყნებამდე. არასამთავრობოების ბრიფინგების და ადგილებიდან რეპორტაჟების უზრუნველყოფა ხდება სააგენტოს PIA-ს და ვებ პორტალი „PosTV”- ის მეშვეობით. უზრუნველყოფილი იქნება LIVE ტრანსლაცია, რომელიც გააშუქებს არა მხოლოდ ალიანსი „თავისუფალი პლატფორმის“ სპიკერის ბრიფინგებს, არამედ უზრუნველყოფს ალიანსში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და პოლიტიკური ექსპერტების შეფასებების და კომენტარების ტრანსლირებას.

Klaster pollis თექნოლოგიის მეშვეობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტად სანდო შედეგი ვიდრე Exit-poll -ის საშუალებით მიღებული შედეგებ. ამასთან ერთად, Klaster pollis შერჩევა ითვალისწინებს გენერალურ შერჩევაში არსებული საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობიდან 10%-იან შემთხვევით შერჩევას, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტად ოპერატიულ დამუშავებას და შესაბამისად საბოლოო შედეგების უფრო სწრაფ გამოქვეყნებას ვიდრე ამას სხვა პარალელური დათვლის ტექნოლოგიით მოსარგებლე ორგანიზაციები ახდენენ.

Klaster-pollis მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას ახდენს ანალიტიკური ჯგუფი ტერრა -მედია და მისი ანალიტიკოსი, შალვა ალავიძე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.