მაგდა კოტრიკაძის განცხადებით,

მაგდა კოტრიკაძის განცხადებით,

ალიანსი "თავისუფალი პლატფორმის" წევრი მაგდა კოტრიკაძე საზოგადოებას 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის გეგმებს აცნობს.

მისი თქმით, პლატფორმაში სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. ხვალ მთელი დღის განმავლობაში ისინი საზოგადოების ინფორმირებას უზრუნველყოფენ.

"Klaster pollis ტექნოლოგიის მეშვეობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტად სანდო შედეგი ვიდრე Exit-poll -ის საშუალებით მიღებული შედეგები. ამასთან ერთად, Klaster pollis შერჩევა ითვალისწინებს გენერალურ შერჩევაში არსებული საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობიდან 10%-იან შემთხვევით შერჩევას, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტად ოპერატიულ დამუშავებას და შესაბამისად საბოლოო შედეგების უფრო სწრაფ გამოქვეყნებას ვიდრე ამას სხვა პარალელური დათვლის ტექნოლოგიით მოსარგებლე ორგანიზაციები ახდენენ." - განაცახადა მაგდა კოტრიკაძემ.

“ალიანსი თავისუფალი პლატფორმა“ და მათში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები (ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი IDMC, „ვაკვირდები“, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ICDI) მთელი დღის განმავლობაში, უბნებზე არსებული დამკვირვებლების საშუალებით, დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და განახორციელებენ პარალელურ დათვლას „klaster poll”-ის ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს თბილისის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, რუსთავის, გორის, თელავის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მერების და საკრებულოების არჩევნების შედეგების პროგნოზირებას. სულ “Klaster –poll”-ის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე დამკვირვებელი. შედეგები ცნობილი გახდება სხვა პარალელური დათვლების შედეგების გამოქვეყნებამდე. არასამთავრობოების ბრიფინგების და ადგილებიდან რეპორტაჟების უზრუნველყოფა ხდება სააგენტოს PIA-ს და ვებ პორტალი „PosTV”- ის მეშვეობით. უზრუნველყოფილი იქნება LIVE ტრანსლაცია, რომელიც გააშუქებს არა მხოლოდ ალიანსი „თავისუფალი პლატფორმის“ სპიკერის ბრიფინგებს, არამედ უზრუნველყოფს ალიანსში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და პოლიტიკური ექსპერტების შეფასებების და კომენტარების ტრანსლირებას.

Klaster-pollis მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას ახდენს ანალიტიკური ჯგუფი ტერრა -მედია და მისი ანალიტიკოსი, შალვა ალავიძე.

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.