სამწუხაროა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი კრიმინალური ფაქტი გარკვეულმა ძალებმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს

სამწუხაროა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი კრიმინალური ფაქტი გარკვეულმა ძალებმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს

სამწუხაროა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი კრიმინალური ფაქტი გარკვეულმა ძალებმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ყველას მოუწოდა, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკაონ.

“მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, რა მოხდა რეალურად. სამწუხაროა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი კრიმინალური ფაქტი გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ჩვენ ვიყავით ძალა, რომელსაც ამ ფაქტის გამოყენება შეგვეძლო პოლიტიკური სპეკულირებისთვის, თუმცა, ჩვენ ასე არ გავაკეთეთ და იგივეს მოვუწოდებთ ყველას. ეს იყო კრიმინალური შემთხვევა, რომელიც უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სამსახურებმა და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.